23 სექტემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - მერაბ კარანაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან - ჯემალ გამახარიასთან და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩაქვში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ჩაქვის ყოფილი საჯარო სკოლის შენობაში ამჟამად აფხაზეთიდან დევნილი 116 ოჯახი ცხოვრობს. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მათ დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. კანონმდებლები დევნილებს კომპეტენციის ფარგლებში თანადგომას დაპირდნენ.