23 სექტემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ხიხაძირის, ფუშრუკაულის, კვატია-ბარდნალისა და თხილვანას მოსახლეობას შეხვდა.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის პრობლემებსა და ადგილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.