გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!

16 სექტემბერი

   დღეს მნიშვნელოვანი და ძალზე ემოციური დღეა - ჩვენს ქვეყანაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ბევრმა წელს პირველად შეაღო საბავშვო ბაღის, სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის კარი. ეს არის დღე, რომელიც არასოდეს გავიწყდება და მთელი ცხოვრება მიგვყვება, როგორც საწყისი ახალი ეტაპისა. განათლება საქართველოსათვის უდავო პრიორიტეტია, ხოლო განათლებული თაობები ის ძალაა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი უნდა ააშენოს.

    გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას!

    პატივისცემით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე