სოფელ გორგაძეების გაზიფიცირება

13 სექტემბერი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორგაძეების გაზიფიცირების პროექტი დაიწყო. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, სოფელში აშენდება 28 382 გრძივი მეტრი გაზსადენი. გაზიფიცირების საერთო ქსელში ჩართვას შეძლებს 355 ოჯახი. პროექტი 2020 წლის აპრილში დასრულდება.

სამუშაოებს შპს ,,გაზ კონსტრაქტი" განახორციელებს.