საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

11 სექტემბერი

ბათუმის ამერიკულ კუთხეში 2001 წლის 11 სექტემბერი გაიხსენეს. ღონისძიებას, რომელიც უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას ეძღვნება და ყოველწლიურად იმართება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

18 წლის წინ მანჰეტენზე დატრიალებულმა ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა და 3 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა ამერიკელი ხალხის, ცივილიზებული მსოფლიოს ამ უდიდეს გულისტკივილს საერთაშორისო საზოგადოება არ ივიწყებს.

გაიმართა ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი