ბიუროს სხდომა

10 სექტემბერი

აჭარის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცედურები იწყება.  შესაბამისი მოხსენებით ბიუროს რიგით მე-15 სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე წარსდგა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტები, ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა ხელმოწერების ნამდვილობის დასადატურებლად. დავით გაბაიძის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოში, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიქმნება საორგანიზაციო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს პროექტების სახალხო განხილვებს, რის შემდეგაც უმაღლეს საბჭოში გაგრძელდება განხილვის შესაბამისი პროცედურები.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში საარჩევო სისტემის ცვლილებითაა გამოწვეული. ამასთან, საქართველოს პარლამენტში დაწყებულია შესაბამისი პროცედურები, განსაზღვრულია ქვეყნის მასშტაბით საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის გრაფიკიც. 

რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას,  უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი პროექტები, დავით გაბაიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის, ბარიერთან და ბლოკების ერთჯერადად შექმნასთან დაკავშირებული ჩანაწერების ცვლილებას ითვალისწინებს.

ბიურომ იმსჯელა და მხარი დაუჭირა აჭარის  უმაღლესი საბჭოს კომიტეტების ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვის საკითხს, რომელიც 01.09.2018-დან - 01.09.2019 წლამდე პერიოდს მოიცავს.

დავით გაბაიძის განცხადებით,  გაწეული საქმიანობის ანგარიში ექვსივე კომიტეტმა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში წარმოადგინა.