26 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის - დავით თარხან-მოურავის ადგილმონაცვლედ „პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაზა ოქუაშვილია წარმოდგენილი. მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელეს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 26 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

კომისიის დასკვნა საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს, დადგენილების პროექტი კი უმაღლეს საბჭოს წარედგინება. შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კანონმდებლებმა განიხილეს, საკანონმდებლო ორგანოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთა კომისიების შემადგენლობის ცვლილებას ითვალისწინებს. ცვლილება დავით თარხან-მოურავისათვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტითაა განპირობებული.

კომისიის გადაწყვეტილებით, შესაბამისი დადგენილების პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება.