07 სექტემბერი

   „მაჭახლობის“ ტრადიციული დღესასწაული წელს მეცამეტედ იზეიმეს ისტორიული ხეობის მცხოვრებლებმა და მათმა სტუმრებმა. სახალხო ზეიმს, ადგილობრივებთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 „მაჭახლობა-2019-ს“ ტრადიციულად უმასპინძლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელმა სინდიეთმა.  აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა, ხეობის მცხოვრებლებს სახალხო ზეიმი მიულოცეს და ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან წვლილსა და დამსახურებაზე, რომელიც მაჭახლის  ხეობას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

  “მაჭახლობა -2019-ს“ შეუერთდნენ ხეობის თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებიც, რომლებიც ამ დღეს ყოველწლიურად სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას.

   სახალხო ზეიმზე, ამჯერადაც დასახელდნენ: „საპატიო მაჭახლელები“ და ხეობის „საპატიო სტუმრები“, რომლებსაც სპეციალური ქამარი მერაბ კარანაძემ გადასცა.

  ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების, ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძების გამოფენა და სპორტული შეჯიბრებები.