29 აგვისტო

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ხელვაჩაურის საკრებულოს ჩართულობით, უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ამჯერად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გაიმართა.

   ჯანმრთელობის დაცვის ცენტრ „ჰერასა“  და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  ადგილობრივებს ორი დღის განმავლობაში მამოგრაფიაზე, შიდსსა და C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ. 30 აგვისტოს მსურველებს პროსტატის ადენომაზეც ჩაუტარდებათ კვლევა.

   აქციის მსვლელობას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში მერაბ კარანაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე.