18 აგვისტო

   ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  აგვისტოს ომის გმირის - გიორგი ანწუხელიძის ქუჩაა, რომელსაც ამიერიდან სრულად განსხვავებული ნიშნულებითაც გამოარჩევთ - საქართველოს რუკის ფორმის ფირნიშები, გმირის სახელობის ქუჩაზე, მის დაბადების დღეზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - მერაბ კარანაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, ქალაქ ბათუმის მერთან - ლაშა კომახიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად განათავსეს.

   გიორგი ანწუხელიძე 18 აგვისტოს 35 წლის შესრულდებოდა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში - IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.