„შუამთობა -2019“

04 აგვისტო

უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე და გიორგი მანველიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრნენ.

ტრადიციულ სახალხო ზეიმზე დასასწრებად დედაქალაქიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სოზარ სუბარი. თავის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებსა და სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა და მთიანი რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

შუამთობა -2019“ უხუცესთა ანსამბლის „ბერმუხას“, ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტით გაგრძელდა. კონცერტის პარალელურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები - დოღი, მკლავჭიდი და ქართული ტრადიციული ჭიდაობა.   

სახალხო დღესასწაულს ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.