02 აგვისტო

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ილია ვერძაძე და გიორგი მანველიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, მუნიციპალიტეტების მერიების, მესამე სექტორის, მედიის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიშის განხილვას დაესწრნენ.

გასული 1 წლის ანგარიში საზოგადოებას ქ. ბათუმის მერმა წარუდგინა. ლაშა კომახიძემ სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა ქ. ბათუმის მერიაში დანერგილ ელექტრონულ სერვისებზე.

ლაშა კომახიძემ ერთწლიან ანგარიშში ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებს - ,,შენი იდეა ბათუმს“, ასევე ბათუმის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შედგენას, ისაუბრა ქალაქის ცენტრალურ და პერიფერიული უბნებში განხორციელებულ წარმატებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

ანგარიშის განხილვის შემდეგ,  დავით გაბაიძემ  გაწეული საქმიანობისთვის მედიასა და საზოგადოებასთან  ურთიერთობის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტს მაია ჩხაიძეს მადლობის სიგელი გადასცა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს წარმატებები უსურვა.

განცხადებები