22 დეკემბერი

22 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს თამაზ შავაძეს, მის მოადგილეს ჯუმბერ ტუღუშსა და ამავე პალატის გენერალურ დირექტორს ედნარ ბოლქვაძეს შეხვდა.

სტუმრებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ჩვენი რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცეს და ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს წარმატებები უსურვეს.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.