14 ივლისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ფოტოგამოფენას დაესწრო, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს მიეძღვნა.

  ეს დღე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 14 ივლისს აღინიშნება. ბსუ-სა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებული ღონისძიება ბათუმში წელს პირველად გაიმართა. 

  საღამოს  საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.