05 ივლისი

აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, ძირითადად ტურიზმსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.

-აჭარის მთავრობასთან დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტია რეგიონში. აჭარაში არის მზარდი ტურიზმი, თუმცა ვიცით, რომ დღეს გარკვეული გამოწვევებია. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ რეალურად არ შენელებულა  ტურიზმი, რომელიც რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

-ვისაუბრეთ არა მხოლოდ ტურიზმზე, არამედ ყველა იმ დარგობრივ მიმართულებაზე, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკას გააჩნია. საუბარი შეეხო აჭარის უმაღლეს საბჭოში არსებულ მდგომარეობას, ახალ ინიციატივებს, დღეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.