ბიუროს სხდომა

02 ივლისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება. საკითხი ბიუროს მე-12 სხდომაზე  აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კომიტეტის მიერ ინიცირებული დოკუმენტი გადაგზავნილი იყო აჭარის მთავრობაში, ყველა მუნიციპალიტეტსა და შესაბამის უწყებაში. ამასთან, ინიციატორებმა გაითვალსიწინეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ წარმოდგენილი 2 რეკომენდაცია.

 ბიუროს გადაწყვეტილებით,  საკანონმდებლო  ორგანოს კომიტეტებში განსახილველად  ჩაეშვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის პროექტი - 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელიც ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  გია აბულაძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი