21 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტიციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 21 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N09-02-15/514, 16.12.2016) აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, კანონის პროექტის ინიციატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა და მისი შემუშავება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებითაა განპირობებული.

კომისიამ მხარი დაუჭირა კანონის პროექტის რიგგარეშე სესიაზე განხილვას.