14 ივნისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ,  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ნუგზარ სურმანიძემ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად, სამედიცინო ცენტრ „თანას“ ბენეფიციარებს 14 ივნისი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე მიულოცეს.

 სტუმრები გაესაუბრნენ ბენეფიციარებსა და მათთან მომუშავე სპეციალისტებს. აღინიშნა, რომ ყველა შესაბამისი სერვისი აქ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფინანსდება. მასპინძლებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს წევრებს ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის, იმ თანადგომისათვის, რომელიც ცენტრის ბენეფიციარებს არ აკლიათ რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოსაგან.

 ხელისუფლების წარმომადგენლები „თანაში“ ამჯერადაც არ მისულან უსაჩუქროდ - მათ ცენტრის აღსაზრდელები ტკბილეულობით გაახარეს. მადლიერების ნიშნად ბენეფიციარებმა  სტუმრებისთვის სახელდახელო კონცერტი გამართეს და მათთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს.