გიორგი რომანაძე სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა

10 ივნისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, ესტონეთში, ქალაქ ვალგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

  ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ქობულეთსა და ქალაქ ვალგას შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტი კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც ორ ქალაქს შორის ადგილობრივი ტრადიციების, ღირსშესანიშნაობების გაცნობასა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

  5-9 ივნისის ვიზიტის ფარგლებში ქობულეთის დელეგაციის წევრებმა ვალგას სოფლები, სანატორიუმი და დაცული ტერიტორიები დათვალიერეს. ოფიციალური შეხვედრები გაიმართა  ვალგას საზღვართან მდებარე ქალაქ ვალკაშიც, სადაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად თურქეთის, პოლონეთის, მოლდოვას და ლიეტუვას დელეგაციები იმყოფებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი