20 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 20 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების თაობაზე (N09-01/05, 16.12. 2016 წ) სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტის ინიციატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა და მისი მომზადება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტზე მსჯელობისათვის საკანონმდებლო ორგანოს კომისიებს ვადა - 22, ხოლო წამყვან კომისიას -23 დეკემბრამდე განესაზღვრა.

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა დღის წესრიგის მეორე საკითხიც. როგორც მან აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N09-02-15/510, 14.12.2016) უმაღლესი საბჭოს კომისიებში განიხილეს და მომზადდა შესაბამისი დასკვნაც.

ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი უახლოეს რიგგარეშე სესიაზე განიხილება. სხდომაზე მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე წარადგენს.

ბიურომ მომზადებულად მიიჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების თაობაზე (09-01-08/04, 15.12.2016 წ), რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.