კომიტეტი ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარს უჭერს

04 ივნისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილებების საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე გატანას. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

 კანონის პროექტი, რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა, ბიუჯეტის დაახლოებით 18 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს, აქედან დაახლოებით 6 მილიონი ლარი საშემოსავლო ნაწილზე მოდის. ცვლილებების გათვალისწინებით, მთავარი საფინანსო დოკუმენტი  342 მილიონი ლარით განისაზღვრება. პროექტის თანახმად, იზრდება რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, გაზრდილი ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიონი ლარი კი მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება.

 სხდომაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი ესწრებოდა, კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის მიმოხილვა, რომლის ინიციატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა. მიმოხილვა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი