04 ივნისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ  ღორჯომში რამაზან ბაირამის ლოცვას დაესწრო და მორწმუნეებს საღვთო დღესასწაული მიულოცა.

მაღალმთიანი სოფლის ჯამეში შეკრებილებს დღესასწაული საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და  ხულოს მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა - ვახტანგ ბერიძემ მიულოცეს.

რამაზან ბაირამი, (იგივე: ფითრე ბაირამი, ურაზა ბაირამი, ქუჩუკ-ბაირამი, შექერ-ბაირამი), მუსლიმური კალენდრის მიხედვით, მეცხრე თვეა და, როგორც წესი, 30-დღიანი მარხვის დასრულების შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ეხმარებიან შეჭირვებულებს,  საფლავებზე გადიან და ტკბილეული გააქვთ.