20 დეკემბერი

20 დეკემბერს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N09-02-15/510, 14.12.2016) ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა.

კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე განხილვას.