03 ივნისი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განიხილეს უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც რეგიონის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ ბაგრატიონი ესწრებოდნენ.

 კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა - ჯაბა ფუტკარაძემ და ტიტე აროშიძემ წარმოადგინეს. დაახლოებით 13 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურული, ჯანმრთელობის, სოციალური, სოფლის მეურნეობისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. 600 ათასი ლარით იზრდება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი, რომლებიც ასევე მიზნობრივ პროგრამებზე გაიხარჯება.

 მომხსენებლებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს. განსაკუთრებული ყურადღება სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაციის, ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე, ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი, აგრარული პროექტების მართვის დეპარტამენტის ამოქმედებასა და რიგ სხვა საკითხებზე გამახვილდა. უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს ასევე უპასუხა გარემო დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვახტანგ ბაგრატიონმა, რის შემდეგაც კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

    კანონმდებლებმა ცნობად  მიიღესორივე მინისტრის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპულიკიის 2019 წლის წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.