03 ივნისი

 დღის წესრიგის მცირედი ცვლილებით დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა.
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და თანამომხსენებელმა - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარმოადგინეს.
 ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიონი ლარით იზრდება, აქედან დაახლოებით 6 მილიონი საშემოსავლო ნაწილზე მოდის. პროექტის თანახმად, დაახლოებით 5 მილიონი ლარით იზრდება მუნიციპალიტეტების დაფინანსება. პროექტის თანახმად, ბიუჯეტი დაახლოებით 342 მილიონ ლარს შეადგენს და რეგიონისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.
 კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მიერ წარმოდგენილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის მიმოხილვა. 
 ამავე სხდომაზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკანონმდებლო ინიციატივები.
სხდომას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

განცხადებები