01 ივნისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე,  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, ამავე კომიტეტის წევრი ილია ვერძაძე და აპარატის წარმომადგენლები, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ფერიის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და პატარებს დღესასწაული მიულოცეს.

 საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, ტკბილეულთან ერთად, ბავშვთა სახლში საჩუქრად კომპიუტერი მიიტანეს და სადღესასწაულო განწყობის შექმნისათვის მხიარული ჯამბაზებიც მიიყვანეს. სახალისო თამაშებში ბავშვებთან ერთად  უფროსებიც ჩაერთვნენ.

 სხვადასხვა ასაკის 200-მდე ბავშვი აქ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.