30 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ ვროცლავში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ქვემო სილეზიის მარშალთან ცეზარი პშიბილსკისთან, ქალაქის მერთან იაცეკ სუტრუკთან, ვროცლავის სტადიონის და ვროცლავის აკვარიუმის ხელმძღვანელობასთან.
 დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრებს ქვემო სილეზიის მარშალთან და ქალაქის მერთან პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილიც ესწრებოდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
 ასევე, ქვემო სილეზიაში საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა, სადაც საქართველოს საპატიო კონსული ვროცლავში ვოიჩეკ ვრუბელი წარადგინეს.