28 მაისი

 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის, თემურ ქარცივაძის ინფორმაცია მოისმინეს მიმდინარე და 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა.

 როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპენსიო  და სოციალური პაკეტებზე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიებზე, მაღალმთიანეთზე განკუთვნილ დანამატებზე, საარსებო შემწეობებზე, საყოველთაო ჯანდაცვასა და რიგ სხვა პროგრამებზე, რომლებიც აღნიშნული უწყებისა და რაიონული სამსახურების მიერ რეგულირდება, 2018 წელს 237 418 262 ლარია გახარჯული. სააგენტოს ფილიალის ხელმძღვანელმა ისაუბრა ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

 ამავე სხდომაზე  კანონმდებლებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებში, ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსში“ცვლილებებს ითვალისწინებს.