სამუშაო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოებთან

24 მაისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ნინო ჩხეტია, ილია ვერძაძე, ცოტნე ანანიძე, პეტრე ზამბახიძე, გიორგი ცინცქილაძე, ასმათ დიასამიძე და მერაბ ბლადაძე, სასტუმრო „შერატონში“, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის  საბჭოსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის საკრებულოების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

  შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა საბჭოს საქმიანობაზე, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა გენდერული ბალანსის დაცვის დამატებით მექანიზმებზე, რომლებიც პროცესებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.