24 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები: მერაბ კარანაძე,გიორგი რომანაძე, ილია ვერძაძე, ხვიჩა შარაშიძე და მერაბ ბლადაძე სასტუმრო „შერატონში“ მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა შეხვედრას დაესწრნენ.
 ღონისძიებაზე, რომელშიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის წევრები, EBRD-ის მუდმივი წარმომადგენლობა, დიპლომატიური კორპუსების, დონორი ორგანიზაციების, „აწარმოე საქართველოს“, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში და ბიზნესსექტორის 500 წარმომადგენელი მონაწილეობდა, აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე სპეციალური პრეზენტაციები გაიმართა.