22 მაისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამაზ ხუბუასა და აპარატის უფროსს, ზურაბ მებონიას უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატისა და თავმჯდომარის კაბინეტის უფროსები - მაია ხაჯიშვილი და ზურაბ ჭურკვეიძე ესწრებოდნენ,  ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სტუმრების განცხადებით, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარის უმაღლესი საბჭოს სამუშაო გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა აპარატის, თითოეული დეპუტატისა თუ კომიტეტის დონეზე. სწორედ ამიტომ, ქვეყნის ორი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, პროექტი მზადდება და მასზე უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.