ლაშა ტალახაძე - მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი

20 მაისი

   ქობულეთში, ძალოსნობის ფედერაციის ეგიდით,  მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნის - ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მანველიძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

  ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად ძალოსნობის საერთაშორისო ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დასახელდა, რომელშიც 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ის ზედიზედ მეორე წელია, წლის საუკეთესო ძალოსანია 17 800 ხმით.

  ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდა წლის საუკეთესო ქალი ძალოსანი – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელმაც ეს საპატიო სტატუსი უკვე მესამედ მოიპოვა.