17 მაისი

 -ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს  არის განათლება. განათლება ეროვნული იდეა ჩვენთვის იმიტომაა, რომ ესაა ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა, იმისთვის, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში ვაქციოთ წარმატებულ ქვეყანად. ქართველ ერს აქვს უნიკალური ნიჭი, უნიკალური პოტენციალი და განათლება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული ყველა პრობლემა დავძლიოთ. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ პროექტის რეალიზაციას ვახდენთ ბათუმში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის წარდგინებაზე, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესეპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, ნუგზარ სურმანიძე, ლადო მგალობლიშვილი, ილია  ვერძაძე, მერაბ ბლადაძე, ქვეყნისა და რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სპორტულ მოედნებს, სარეკრეაციო სივრცეს, საცხოვრებელსა და სხვა კომპლექსებს მოიცავს.

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა ბათუმში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება.