10 მაისი

  სასტუმრო "შერატონში", კომპანია "ექსპო-ბათუმის" ორგანიზებით, ტურიზმის, სასატუმრო აღჭურვილობისა და სამედიცინო ტურიზმის მე-12 საერთაშორისო  გამოფენა "EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019“ მოეწყო.

  გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, თორნიკე რიჟვაძემ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

   საზეიმო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ნუგზარ სურმანიძე, ილია ვერძაძე, გიორგი რომანაძე, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

   გამოფენაზე წარმოდგენილია 13 ქვეყნის 80-ზე მეტი კომპანიის პროდუქცია. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში გაეცნონ რეგიონის კულტურას, დააგემოვნონ აჭარაში წარმოებული სასმელი და ტრადიციული კერძები.

   "EXPO BATUMI TRAVEL/EXPO MED BATUMI 2019“ , რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი აჭარის მთავრობაა, 12 მაისს დაიხურება.