ცოტნე ანანიძემ ლეღვას საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

10 მაისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.   

   საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე დეპუტატმა მოსწავლეებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო და ჩვენს ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობაზე მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა იმ ისტორიულ მოვლენებსა და პროცესებზე, რომლებიც წინ უძღოდა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით დღეს არსებული საკანონმდებლო აქტების შექმნასა და მათ რეალიზებას.

  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

  მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს შენობა, გაეცნენ მის სტრუქტურასა და მუშაობის ძირითად პრინციპებს.

  დასასრულს მოსწავლეებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან - დავით გაბაიძესთან, ცოტნე ანანიძესთან და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის წარმომადგენლებთან სამახსოვრო სურათი გადაიღეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი