მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია

10 მაისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას დაესწრო.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ უწყების პრიორიტეტებს, ფინანსების მართვის, საინვესტიციო პოლიტიკის, მეწარმეობის ხელშეწყობის, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების, მთის კურორტების განვითარებისა და სხვა პროექტებს, ასევე მოისმინეს 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია.