09 მაისი

  ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე ამავე მუნიციპალიტეტში „ევროპის დღეეები -2019-ის“ გახსნის ღონისძიებებს დაესწრო.

  მაღალმთიან სოფლებში - ჭახათსა და კოხში, ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო, გაიმართა დასუფთავების აქცია.

  ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ, სტუმრებთან ერთად, ევროკავშირთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. გაიმართა საინტერესო დისკუსია ქვეყნის ევროპული განვითარების შესახებ, რომელშიც, ახალგაზრდებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებიც ჩაერთვნენ.

  ევროკავშირის თემატიკაზე ვიქტორინაში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

  ღონისძიებაში სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

   ევროპის დღეები საქართველოში მეშვიდედ აღინიშნება. კვირეულის მიზანი ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობაა.