08 მაისი

   ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტო ადმინისტრაციებისთვის საპარლამენტო სწავლებისა და კომუნიკაციების შესახებ სემინარი დასრულდა.  სემინარი, დასკვნით სესიაზე  საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატების უფროსებმა - გივი მიქანაძემ, მაია ხაჯიშვილმა და GIZ-ის წარმომადგენელმა თამარ ზოდელავამ შეაჯამეს. მათ საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მემორანდუმის ფარგლებში 8-თვიანი აქტივობები შეაფასეს.

   სემინარის ორგანიზატორებმა თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, აქტიური თანამშრომლობისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს, აპარატის ხელმძღვანელს მაია ხაჯიშვილსა და აპარატის თანამშრომლებს.

   სემინარში, რომელიც 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს, ბელარუსის, უკრაინის, ლიეტუვას, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის საპარლამენტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები და ევროპის წამყვანი ქვეყნების ექსპერტები მონაწილეობდნენ.