საპარლამენტო სემინარი მუშაობას აგრძელებ

07 მაისი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტო ადმინისტრაციებისთვის საპარლამენტო სწავლებისა და კომუნიკაციების შესახებ ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე სემინარი მუშობას აგრძელებს.

სემინარის მომდევნო სესიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და  საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის საქმიანობაზე მოხსენება წარადგინა ამავე დეპარტამენტის უფროსმა ფერიდე უსტიაშვილმა. მომხსენებელმა სემინარის მონაწილეებს გააცნო საჯაროობისა და გამჭვირვალობისკენ საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები, უპასუხა მათ შეკითხვებს.

სემინარის მეორე სესია ძირითადად საპარლამენტო კომუნიკაციის საკითხებს დაეთმო და მასზე მოხსენებებით სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, საქართველოს, მოლდოვასა და  უკრაინის წარმომადგენლები წარსდგნენ.

კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ მეორე სესია ევროპელმა ექსპერტ-ანალიტიკოსებმა შეაჯამეს.

სემინარი, რომელსაც 7 ქვეყნის საპარლამენტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები და ევროპის წამყვანი ქვეყნების  ექსპერტ-ანალიტიკოსები ესწრებიან, 8 მაისს, მესამე სესიის დასრულების შემდეგ დაიხურება.