06 მაისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები -ხვიჩა შარაშიძე, გიორგი მანველიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს - ,,მარეთობას“ დაესწრნენ.

  სახალხო დღესასწაული, რომლის მიზანი მარეთის ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციების პოპულარიზაცია და შენარჩუნებაა, წელსაც მრავალფეროვანი კულტურულ-სპორტული ღონიძიებებით აღინიშნა.

  ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამონათლების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან მოსახლეობას გიორგობა მიულოცეს და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, დაათვალიერეს შუახევში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები.

განცხადებები