ცოტნე ანანიძის საჯარო ლექცია ადამიანის უფლებებზე

03 მაისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - „ადამიანის უფლებები“.

უმაღლესი საბჭოს წევრმა ადამიანის უფლებების პარალელურად, დანაშაულის პრევენციისა და სასჯელის მართლზომიერების საკითხებზე ისაუბრა. ახალგაზრდებმა სამართლიანობის პრინციპების დაცვაზე, სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებაზე, პირადი ცხოვრების დაცულობაზე, ნარკოდანაშაულებთან დაკავშირებულ სასჯელებსა და სხვა, მათთვის საინტერესო საკითხებზე განმარტებები მოისმინეს, ცოტნე ანანიძემ ასევე უპასუხა მათ შეკითხვებს.

საჯარო ლექცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ლიბერრუმის“ ფარგლებში ჩატარდა.