28 აპრილი

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან გამოფენილი ბათუმის მეგობარი ქალაქების მთავარი შენობების რამდენიმე მაკეტი და ნაციონალური ტანსაცმლის ფოტოსტენდი. ასევე,საზაფხულო თეატრის წინ წარმოდგენილი ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა: ილია ვერძაძემ, ლადო მგალობლიშვილმა, ცოტნე ანანიძემ, გიორგი რომანაძემ, ხვიჩა შარაშიძემ,გიორგი მანველიძემ, პეტრე ზამბახიძემ და მერაბ ბლადაძემ.

''ბათუმობასთან'' დაკავშირებით ხუთი საპატიო ბათუმელი დაასახელეს. ხელოსან ხასან მაკარაძეს საპატიო ბათუმელის დამადასტურებელი სიგელი გადასცა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა უმაღლსი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭათ გურამ ფუტკარაძეს (მხატვარი), შუშანა ფუტკარაძეს (პროფესორი),ვანო პაპუნიძეს (პროფესორი ) და ოთარ გოგოლიშვილს (ისტორიკოსი- პროფესორი).ბათუმის საპატიო მოქალაქე კი - სულხან ლომინაძე (კარდიოქირურგი) გახდა.

„ბათუმობა -2019-ისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები წელს ბათუმის ბულვარში გაიმართა და ტრადიციულად გალა-კონცერტით დასრულდება