28 აპრილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და ქ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოს მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში ეწვივნენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. მთავარეპისკოპოსმა ხელისუფლების წარმომადგენლები დალოცა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ყველა მოქმედ ტაძარში ღამისთევის წირვა აღევლინება.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში წირვის დაწყებამდე შესრულდა ლიტანიობა, რომელსაც, მრევლთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს წევრები: ცოტნე ანანიძე, გიორგი მანველიძე და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სადღესასწაულო ლიტურღია ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ აღავლინა.
აღდგომას მორწმუნეები დღესასწაულთა დღესასწაულს უწოდებენ. მას წინ 48 დღიანი მარხვა უძღოდა.