24 აპრილი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს.

 საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა ნაცვლიშვილის, რუსლან პოღოსიანის, სამველ მანუკიანის, აკაკი ზოიძის, ოთარ დანელიას, გიორგი თოთლაძის ოთარ ჩრდილელის, ზაზა ხუციშვილის, მიხეილ ყაველაშვილის, თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა კობალაძის, კახაბერ კუჭავას, მირიან წიკლაურის, ლევან ბეჟანიძის, გივი ჭიჭინაძის, გია მიქელაძის, ლევან კობერიძის, გედევან ფოფხაძის, ბიძინა გეგიძის, სულხან მახათაძის, სვეტლანა კუდბას, დიმიტრი მხეიძის, კობა ლურსმანაშვილის, ფატი ხალვაშის, ირაკლი აბუსერიძის და გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’ ცვლილების შეტანის  შესახებ’’ და საქართველოს კანონის პროექტი ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სუმანიძემ წარმოადგინა.

 კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივები ცნობად მიიღო.