23 აპრილი

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოში“ გაიმართა. კანონმდებლებმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის ანგარიში მოისმინეს სამინისტროს მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობისა და 2019 წლის პროგრამების მიმდინარეობის შესახებ. სხდომაზე თანამოხსენებით წარსდგა გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ბაგრატიონი.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ აღნიშნა, სამინისტროს 2019 წლის პროგრამების ბიუჯეტი 14 537 795 ლარია, აქედან 9 773 465 ლარი სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე, ხოლო 4 764 330 ლარი გარემოს დაცვისა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაიხარჯება.

სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 12 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას განახორციელებს. პროგრამები ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებაზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების, მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვასა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარება-ხელშეწყობაზ

 ტიტე აროშიძის განცხადებით, 2018 წელს ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის, სასათბურე მეურნეობების, მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო–სამეურნეო კულტურების წარმოებისა და მეციტრუსეობის განვითარება- ხელშეწყობის პროგრამების /ქვეპროგრამების ბიუჯეტი 12 885 224 ლარს შეადგენდა.

კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო.