კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივები ცნობად მიიღო

22 აპრილი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტში  საქართველოს პარლამენტის წევრის ოთარ დანელიასა და საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები განიხილეს.

 „ვაზისა და ღვინის შესახებ“„გარემოს დაცვის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონებში  შესატანი ცვლილების პროექტები და „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი კომიტეტის წევრებს აგრარულ  და გარემოს   დაცვის საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ გააცნო.

 საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, კანონმდებლებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი პროექტები ცნობად მიიღეს.

 სხდომაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა, მათ შორის „ტყის კოდექსის“ პროექტთან დაკავშირებული საკითხი.