16 დეკემბერი

16 დეკემბერს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა, რომელსაც აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა.

სხდომაზე აჭარის მთავრობის წარმოდგენილი შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს. მინისტრობის კანდიდატებმა საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონის შემდგომ ამაღლებასა და გაუმჯობესებას.

კანდიდატებმა - ინგა შამილიშვილმა (განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი), ზაალ მიქელაძემ (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი), რამაზ ბოლქვაძემ (ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი), ლაშა კომახიძემ (სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი) უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს. განსაკუთრებით ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწია ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს რამაზ ბოლქვაძეს.

ორივე კომისიამ მხარი დაუჭირა მთავრობის წარმოდგენილი შემადგენლობის რიგგარეშე სხდომაზე განხილვას.