18 აპრილი

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ საკითხი განიხილეს. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება საკანონმდებლო ორგანოს ახალი რეგლამენტის დამტკიცებითაა განპირობებული. ბიურომ პროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.

          სხდომაზე ასევე ერთხმად მიიღეს ცნობად ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობის შესახებ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი.

           კანონმდებლებმა აქვე განიხილეს ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი.