17 აპრილი

   

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ წულაძე და გიორგი რომანაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აგროსერვის ცენტრში, სოფლის განვითარების საბჭოს სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

     შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სოფლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის 2018 წლის შესრულების ანგარიში მოისმინეს, აქვე განიხილეს და დაამტკიცს 2019 წლის სამოქმედო გეგმა.

     საბჭოს წევრები გაეცნენ სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი ელექტრონული სისტემის მუშაობის პრინციპს.