03 აპრილი

  „მოვინახულე სამი მსჯავდებული, რომლებსაც  მიყენებული ჰქონდათ თვითდაზიანება, მათი პროტესტის მოტივია დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა:  წყლის წყვეტა (წყლის გრაფიკით მიწოდება), დეესკალაციის საკნებში არასაკმარისი ვენტილაცია (საკნებში ინდივიდუალური გამწოვების დაბალი სიმძლავრე) და ერთი პატიმრის სხვა საკანში გადაყვანა (ადმინისტრაციის თანამშრომელთან შელაპარაკების მიზეზით) - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ბათუმის N 3 საპყრობილეში პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ.

   ცოტნე ანანიძე პენიტენციურ დაწესებულებაში, მონიტორინგის მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და პატიმართა პრობლემებს ეცნობოდა.

   მონიტორინგის დასრულების შემდეგ, გარკვეული საკითხების ადგილზე ოპერატიულად მოგვარების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. გარდა ამისა, ადგილიდანვე კონსულტაციები გაიმართა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთანაც.

   ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უმაღლესი საბჭოს წევრის რიგით მე-12 შეხვედრაა.